სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები მატარებლით, რამდენიმე წუთში უკრაინაში გაემგზავრება

საქართველო, თბილისი - 15:41 | 10.09.2017
ნანახია: 1410

მატარებელი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები იმყოფებიან, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში უკრაინაში გაემგზავრება. 

გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლებამ ევროპარლამენტარების ჩარევის სემდეგ მიიღო.

ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, სააკაშვილის ინფორმაცით, პოროშენკომ გასცა ბრძანება, რომ მატარებელი არ დაიძრება სანამ სააკაშვილი მას არ დატოვებს.

მისი განცხადებით, არავის აქვს უფლება მატარებელი გააჩეროს.

მან პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის ადრე დაანონსებული მარშრუტი შეცვალა და უკრაინაში "ინტერსიტის" მატარებლით შესვლა გადაწყვიტა, სადაც საბუთები უნდა შეუმოწმონ.

მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს "კრაკოვეცის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ელოდებოდნენ,  მათ იქ კარვების ბანაკი აქვთ გაშლილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე