სააკაშვილმა ჟეშოვში დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:54 | 10.09.2017
ნანახია: 1751

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჟეშოვში დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა. 

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი პშემისლში გაემგზავრა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში გაბრუნებას გეგმავდა. 

ამ დროისთვის, სააკაშვილი მეუღლის, შვილისა და დეპუტატთა ჯგუფის თანხლებით ავტობუსით კრაკოვეცის გამშვებ პუნქტში მიემგზავრება, სადაც სააკაშვილის თანამოაზრეებს კარვები აქვთ გაშლილი. 

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე