„მის საქართველოს” კასტინგი დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:41 | 10.09.2017
ნანახია: 1391

სილამაზის კონკურსის „მის საქართველო” კასტინგი დღეს, 10 სექტემბერს გაიმართება. „იმიჯ ცენტრის“ ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს შეუძლიათ.

დღეს შეირჩევიან ფინალისტები, რომლებიც ,,მის საქართველოს" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. 

,,მის საქართველო 2017”-ის გამარჯვებული და პირველი ხუთეულის წევრები სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე