სააკაშვილის გამო 10 სექტემბერს მედიის მუშაობა შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 18:22 | 08.09.2017
ნანახია: 1569

კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე 10 სექტემბერს მედიის მუშაობა შეიზღუდება. ამის შესახებ უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური იტყობინება.

უწყების განცხადებით, გამშვებ პუნქტთან სპეციალური საკომუნიკაციო მოედანი მოეწყობა, სადაც ჟურნალისტებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ლვოვის სხვა გამშვები პუნქტებიც:  იავოროვი, მისტიისკი, სტაროსამბორსკი და ტურკოვსკი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე