facebook ახალ ფუნქციას იმატებს

საქართველო, თბილისი - 16:42 | 08.09.2017
ნანახია: 1705

სოციალური ქსელი „ფეისბუკი“ ახალი ფუნქციის ტესტირებას ატარებს, რომლის მეშვეობითაც ქსელში დამეგობრებული ადამიანები რეალურ ცხოვრებაში შეძლებენ შეხვედრას. ამის შესახებ გამოცემა „აირიშ იქსემინერი“ წერს.

საუბრების ახალი სისტემა ფუნქციურად ძალიან ჰგავს ონლაინ-გაცნობის სერვისის-აპლიკაცია „ტინდერს.“ ფეისბუკის ადმინისტრაცია ახალ ფუნქციას „შეხვედრის ახალ შესაძლებლობას“ უწოდებს. მისი მეშვეობით სოციალური ქსელი მეგობრების სიიდან შეარჩევს იმ მომხმარებლებს, რომელთა ნახვაც შეიძლება გინდოდეთ.

კომუნიკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ ორივე მხარე გამოთქვამს შეხვედრის სურვილს. მანამდე ნებისმიერი შეკითხვა ან პასუხი პრივატულ ველში რჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე