17 სექტემბრიდან „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 08.09.2017
ნანახია: 1294

17 სექტემბრიდან „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა იქნება შეწყდეს კონსტიტუციაზე ძალადობა.

,,გავაპროტესტებთ ასევე ქართული მიწის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. გავაპროტესტებთ იმ ჩანაწერის გაქრობას კონსტიტუციიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება აქვს ყველა მოქალაქეს, გავაპროტესტებთ ასევე ბანკების ძალადობას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის წინააღმდეგ, ასევე გავაპროტესტებთ ხელისუფლების უმოქმედებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა და დასძინა, რომ საპროტესტო აქციები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 17 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, 24 სექტემბერს, ბათუმში, ხოლო 1 ოქტომბერს კვლავ თბილისში გაიმართება. დასკვნითი, ყველაზე მაშტაბური აქცია კი, 8 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე მოეწყობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე