ლაშა თორდიას შემცვლელად ირაკლი მექვაბიშვილი დასახელდა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 08.09.2017
ნანახია: 1141

აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. მას ამ თანამდებობის დასაკავებლად ამჯერად პარლამენტის მხარდაჭერა ესაჭიროება.

მექვაბიშვილი ამ დრომდე EBRD-ის მთავარი ბანკირის პოსტს იკავებდა. საკანონმდებლო ორგანო წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. მთავარი აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა მაქსიმუმ ორჯერ არის დასაშვები.

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა 2 თვის წინ ამოეწურა. აუდიტის ხელმძღვანელის მოვალოებას ამ დრომდე ნინო ლომჯარია ასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე