თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? - სააკაშვილი ქართველებს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 08.09.2017
ნანახია: 6902

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაპატიმრება იქნება სირცხვილი. ოდესისი ყოფილი გუბერნატორი ,,რუსთავი 2“ - თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას თავი გადადებული აქვს საქართველოსთვის.

,,თუ ეს ორი ოლიგარქი მოილაპარაკებს და შეასრულებს პუტინის გეგმას, მომიტაცებს უკრაინიდან და გადამცემენ ივანიშვილის პირად პატიმრად, მაშინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს: თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? თქვენ მზად ხართ ასეთი დამცირებისთვის? თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ყველა ნორმა ფეხქვეშ გაითელოს? თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ, პირდაპირ რომ ვთქვა, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი თქვენივე ცხოვრებაში გაანადგურონ საქართველოს ციხეში? მიიღეთ გადაწყვეტილება. მე ამისთვის მზად ვარ. მე თავი გადადებული მაქვს საქართველოსთვის“, - აღნიშნა სააკაშვილმა, რომელიც უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბრისთვის აანონსებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე