ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეროვნულ შუღლს აღვივებს?! - საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვია!
საქართველო, თბილისი - 21:25 | 07.09.2017 ნანახია: 44223
კულუარული ფაქტები, რომელიც გადამოწმებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლების მესვეურთაგან დაუდასტურებელი, იმიტომ, რომ მათ არ სცალიათ, იმიტომ, რომ ისინი დაკავებულები არიან. იმედი გვაქვს, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ თუ არ გამოგვახმაურებიან, განცხადებას მაინც გაავრცელებენ. არადა, სიტუაცია ძალიან მძიმეა, საქართველოს რეალურად არა მხოლოდ სკანდალი, არამედ, რბილად რომ ვთქვათ, შიდადაპირისპირება, ეროვნებათაშორისი შუღლიც კი ელოდება!
ხანძარი, რომელსაც წყალი ვერ ჩააქრობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კი შეუქმნის საფრთხეს! ამ სამწუხარო ფაქტს ფესვები, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროში აქვს გართხმული, ავტორი კი მინისტრი ზურაბ ალავიძეა!
უფრო ნათელი რომ იყოს: ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას. სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით „პროექტის ფარგლებში იგეგმება წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენები და გამანაწილებელი ქსელი, აშენდება წყალარინების სატუმბი სადგურები. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსდება. მისი დასრულების შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 24- საათიანი წყალმომარაგება და მოდერნიზებული, თანამედროვე წყალარინების სისტემა ექნება“.
ტენდერში მონაწილეობა მრავალმა კომპანიამ მიიღო. დღეს კულუარულად უკვე ცნობილია, რომ გამარჯვებულად გამოცხადდება სომხურ-ფრანგული კომპანია „სადე“ (სათავო ოფისი ერევანი). თუმცა, რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სამინისტროში იციან, რომ „სადე“ ვერ აკმაყოფილებს მთავარ მოთხოვნას, ფირმა მარნეულში საკანალიზაციო სისტემას ვერ შეცვლის.
აი, სწორედ ეს მომენტია „თავდავიწყება“, რასაც საბოლოო ჯამში ამ „გაგანია“ წინასაარჩევნო პერიოდში, საერთაშორისო სკანდალამდე და მარნეულში მოსალოდნელ არეულობალმდე მივყავართ.
უკმაყოფილების პირველი ეტაპი უკავშირდება მოსახლეობას. საქმე ისაა, რომ მარნეულში მცხოვრებმა აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობამ როდესაც გაიგო, სომხურმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს ქალაქში სამუშაოებიო, ფაქტი გააპროტესტა. „არეულობა სალხინეთში“ ერთი „უბრალო“ მიზეზით არ შედგა - სამინისტროდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ სომხურ-ფრანგული კომპანია პირობებს ვერ აკმაყოფილებს, მოსახლეობა დაშოშმინდა.
უკმაყოფილების მეორე ეტაპი კი ადგილობრივ საზღვრებს გასცდა: ჩვენი ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომელმაც „საქმის კურსში“ ჩააყენა აზიის განვითარების ფონდი და როგორც კვაჭი კვაჭანტირაძე იტყოდა, „საქმე გააიმასქნა“. ანუ: ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ალავიძემ კატეგორიულად მოითხოვა, რომ მარნეულში სამუშაოები ჩაატაროს „სადემ“,აზიის განვითარების ბანკიმა კი მას მხარი დაუჭირა! მოტივად „სადეს“ მიერ თელავსა და წყალტუბოში მოგებული ტენდერი, საერთო ჯამში 27 მილიონი, დაასახელა.
სხვათა შორის, „სადეს“ საქმიანობაში წყალტუბოში ჩაერთო ამირან მესხელის ცოლის ნათესავი ბეჟან კაცაძე, რომელიც ფირმამ დირექტორად დანიშნა. პრინციპში, „ისტორიამ“ ყველას ყველაფერი ჩამოაწერა და ამირან მესხელის ნათესაობა, ისიც ცოლის მხრიდან, რა ბედენაა. ასევე, ყველა დაინტერესებულმა პირმა კარგად იცის, სინამდვილეში ამ კომპანიის უკან უშიშროების ყოფილი ჩინოსანი ანზორ ყურაშვილი რომ დგას. ანზორ ყურაშვილი არის საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ძმები კვაშილავების (ერთ-ერთი ძმა იყო უტიაშვილის მოადგილე) ბიძა, რომელიც თავის ნათესავებთან ერთად 2012 წლის არჩევნების შემდეგ გამოცხადებული კოჰაბიტაციის ფარგლებში აკონტროლებს ყველა მიმართულებას, რაც უკავშირდება სამშენებლო ბიზნესს. მეტიც, როგორც გვეუბნებიან, ანზორ ყურაშვილი ბევრ ბიზნესმენს მინისტრთან „საქმის ჩაწყობასაც“ ჰპირდება. მშვენიერი „იდილიაა“, ვერაფერს ვიტყვით...
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, „სადე“ თუ გამარჯვებულად გამოცხადდება, მარნეულში არეულობა დაიწყება. მარნეულის მკვიდრები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ მეორე დღეა ქალაქში ხელმოწერები გროვდება „სადეს“ და ზურაბ ალავიძის წინააღმდეგ! მარნეულის მკვიდრნი ფართომასშტაბიან გამოსვლებსაც გეგმავენ: „თუ საჭირო იქნება, გზებსაც გადავკეტავთ და მერე ჩაატარონ აქ არჩევნები. რომ გვპირდებიან, გავაკეთებთო და რეალურად არ გაკეთდება, ეს ჩვენთვის რა შეღავათია? საკუთარი ჯიბის გასქელება თუ უნდა, ჩვენ თავი დაგვანებოს, სხვები იპოვოსო“, - აცხადებს მოსახლეობა.
საქმე, მართლაც, ძალიან რთულადაა, ზურაბ ალავიძეს, როგორც ჩანს, ვერ წარმოუდგენია, „სულ რაღაც“ 157- მილიონიანი პროექტის გარშემო ატეხილ სკანდალს რა შეიძლება მოჰყვეს. მოსახლეობის პროტესტი რა მოსატანია, კაცმა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში მიიღო მონაწილეობა და ეს აპატიეს, მინისტრადაც დასვეს და ბოროტ ენებს თუ დავუჯერებთ, არც ჯიბის გასქელებაში უშლის ვინმე ხელს. რას ვიზამთ, ყველას პრემიერ-მინისტრი ვერ ეყოლება აფარებული „ჭადრის ფოთოლივით“.
როდესაც ასეთი ფონია, საზოგადოებას ეძლევა საშუალება, იფიქროს რომ სამინისტროში კორუფციას აქვს ადგილი. 157 მილიონის თუნდაც 5% ცოტა არაა, მაგრამ თუ იანვრიდან სამთავრობო ცვლილებების შესახებ მოარულ ხმებსაც გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, „ატკატი“ 10%-მდე იყოს გაზრდილი. ეს თანხა კი ნამდვილად მომხიბვლელი იქნება, თუ იმასაც გავიხსენებთ, რას წარმოადგენდა და ვის აფინანსებდა არცთუ ისე შორეულ წარსულში ზურაბ ალავიძე.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი არქივიდან: „ზურა ალავიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი იყო. მან პარტიას, როგორც „დარიალ ენერჯის“ დირექტორმა, 2012 წლის ივლისში 35 000 ლარი შესწირა. 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივა“ გამოაქყვენა ანგარიში _ „ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები“, რომელიც ეხება კორუფციულ სქემებს ბუნებრივი რესუსრსების დაცვის სფეროში და სადაც ზურაბ ალავიზე და მისი კომპანია არც თუ ისე კარგ კონტექტსშია მოხსენიებული. მოხსენებაში დეტალურადაა აღწერილი ის კორუფციული გარიგებები რასაც იმხანად ჰქონდა ადგილი და რაშიც ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ლიდერები ალავიზეს უჭერდნენ მხარს, ამიტომ იყო ალბათ რომ: „ქართული ოცნების“ მთავრობისა და მიხეილ სააკაშვილის სინქრონულ ქმედებებს შეეწირა კიდევ ერთი ძეგლი ‒ ბუნების ძეგლი ხდის ხეობა. კომპანია „ფერის“, მთავრობისა და პრეზიდენტის ძალისხმებით (გამოცემული აქტების საფუძველზე), მანამდე გაუგრძელდა მემორანდუმის პერიოდი, სანამ არ მიიღო ამ ხეობაში „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობის ნებართვა: „კვლევაშიც გამოიკვეთა, რომ ის კომპანიები, რომელთა სასარგებლოდაც საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებებს იღებდა მთავრობა, მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ მნიშვნელოვან თანხებს გასცემდნენ. ასე მაგალითად, შპს „ფერიმ“ მმართველ პოლიტიკურ პარტიას ‒ „ნაციონალურ მოძრაობას“, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას 50 ათასი ლარი შესწირა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიებს უკვე აკრძალული ჰქონდათ შემოწირულობების მიღება კომპანიებისგან. ამ შემთხვევაში, შპს „ფერისთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ასოცირებული პირები გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველები: ზურაბ ალავიძე, სს „დარიალი ენერჯის“ დირექტორი ‒ 2012 წლის 30 ივლისი, 35 ათასი ლარი; ლაშა იორდანიშვილი, სს „დარიალი ენერჯის“ ყოფილი დირექტორი, შპს „ყაზბეგი ჰესის“ თანამფლობელი – 2012 წლის 10 ივლისი, 40 ათასი ლარი; ამავე დღეს იოსებ მჭედლიშვილი (შპს „ფერის“ 96%-იანი წილის მფლობელი) ‒ 2012 წლის 10 ივლისი, ‒ 60 ათასი ლარი.“
ე.ი. იყო „დარიალ ენერჯი“, იყო „ფერი“, ახლა არის „სადე“, ზურაბ ალავიძემ თქვას, კაცი ვარ და ქუდი მხურავსო, მით უმეტეს დღეს, როცა ამდენად „ნაპატიებ“ მინისტრს არც საერთაშორისო სკანდალის ეშინია და არც მოსახლეობისა, რომელიც, სრულიად სამართლიანად, მასობრივი არეულობით იმუქრება და შესაბამისად, მინისტრს არც საქართველოს მომავალი ადარდებს.
ვნახოთ, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ როგორი რეაქცია ექნება კვირიკაშვილს, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, ალავიძის ქვეშევრდომი უფროა, ვიდრე უფროსი.
პ.ს. საიტი აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.
პოლიტიკა
- მივიღეთ BBC-ის პასუხი, ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას, პროცედურებს მივყვებით, მწარე მარცხს ნახავთ - შალვა პაპუაშვილი
- განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ურთიერთობების წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
- ქართული და ბრიტანული კანონმდებლობა განსხვავდება, ბრიტანეთში დაგეგმილი ცვლილებები ულტრამემარჯვენე ძალებს ეხება, რომლებიც შესაძლოა, ფინანსდებოდნენ რუსული ძალების მიერ - გიგა ფარულავა
- შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს, მამუკა ხაზარაძე ამბობდა, ტრამპის ინაუგურაციაზე დამპატიჟესო და ყინვაში დაბორიალობდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
- გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
სამართალი
- პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
მსოფლიო
- უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა
- მომავალ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ რუსეთისგან მტკიცე პასუხი არ მიგვიღია, თუმცა “ორეშნიკთან” დაკავშირებით რუსული მანიპულაციები კვლავ გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე იქნება და მისი ნახვის შანსი მექნება - მარკო რუბიო
- ირანთან უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია ძალიან მტკივნეული იქნება - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















