დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ

საქართველო, თბილისი - 14:36 | 07.09.2017
ნანახია: 1201

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დახურულად გამოცხადდა, რადგან საკითხების კენჭისყრისთვის დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ იყო - ,,ვხედავ, რომ კენჭისყრის ჩასატარებლად დეპუტატთა რაოდენობა საკმარისი არ არის, ამიტომ კენჭისყრა დღეს არ ჩატარდება", - განაცხადა კობახიძემ.

სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით ოცი წუთი გაგრძელდა. სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომა დახურულად გამოაცხადა

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე