2012 წლიდან დღემდე 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახია საცხოვრებლით დაკმაყოფილებული - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 12:18 | 07.09.2017
ნანახია: 1164

2012 წლიდან დღემდე 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი განცხადებით, კიდევ 422 დევნილის ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს ქუთაისში წყალტუბოსა და გორში.

,,დევნილებისთვის საცხოვრებლის გადაცემა გრძელდება, მორიგი 422 დევნილის ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს ქუთაისში წყალტუბოსა და გორში. უკვე დღეის მდგომარეობით, 2012 წლიდან მოყოლებული 15 500-ზე მეტი ოჯახია დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებლით და ეს პროცესი გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე