ომბუდსმენი ე.წ. ციანიდის სამეზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე საუბრობს
საქართველო, თბილისი - 15:43 | 05.09.2017 ნანახია: 1467
საქართველოს სახალხო დამცველი ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება და აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.
სახალხო დამცველი ადასტურებს საკუთარ პატივისცემას სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთავარი ინსტიტუციის მიმართ. ამასთან, კონსტიტუციური მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს აღნიშნულ საქმეზე 7 თვის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი მონიტორინგის ძირითადი შედეგები.
,,მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულსა და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში. გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმფციისა და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არაერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინა თავი.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მიუღებელია სასამართლო პროცესის სრულად დახურვის გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებას სხდომების მიმდინარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა წაართვა. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენდა.
ე.წ. „ციანიდის საქმის“ მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა. მათ უმრავლესობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი დაელოდება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას, თუმცა პირდაპირ შეიძლება აღინიშნოს დარღვევები, რომლებმაც აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს პროცესის სამართლიან მიმდინარეობას.
თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუზღუდეს დაცვის მხარეს უფლება, მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. გაუგებარია, თუ ვისი პერსონალურ მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული და ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების დაცვა მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უპირატეს ინტერესს, როდესაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში მონაცემთა დამუშავებაზე.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერის მოპოვება არ უზრუნველყო არც ბრალდების მხარემ. პროკურატურამ უზრუნველყო მეორეხარისხოვანი საპროცესო მოქმედებების ვიდეოკამერაზე დაფიქსირება მაშინ, როდესაც მთავარი მოქმედებების კანონიერების საკითხი ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. შედეგად, შეუძლებელი გახდა ობიექტური მტკიცებულების მოპოვება საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხზე. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა იმის გამო, რომ აეროპორტში მყოფ პირთა ჩვენებებს შორის რამდენიმე შეუსაბამობა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ მოუპოვებია ციანიდის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება. არ არის იდენტიფიცირებული პირი, ვისგანაც დეკანოზმა ნივთიერება შეიძინა. ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ხელოვნურად გამოყოფილი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.
სამწუხაროა, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რამდენიმე ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც შეიქმნებოდა ნეიტრალური მტკიცებულება და გადამოწმდებოდა დაცვის მხარის ვერსია. პროკურატურას არ უპასუხია კითხვაზე, თუ რატომ არ დაინიშნა დაქტილოსკოპიური ან გენეტიკური ექსპერტიზა ამოღებულ კოლოფთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა მის ფლობას. ასევე არადამაჯერებელია ბრალდების განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაინიშნა ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე თავდაპირველად ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზა, რის შემდეგაც შეუძლებელი იქნებოდა დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება.
სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში გაეცნობა განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, რათა ნათელი გახდეს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულებები გაიზიარა მოსამართლემ და რა ინფორმაცია მიიჩნია გადამწყვეტად გადაწყვეტილების მიღებისას. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე პროცესის მონიტორინგს ზემდგომ ინსტანციაში. პროცესის მიმდინარეობასა და საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიმოხილული იქნება სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც საზოგადოებას უახლოეს ხანში წარედგინება“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















