ირაკლი კობახიძემ საქართველოში ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 04.09.2017
ნანახია: 1115

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იანის ზლამეცთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც.

ირაკლი კობახიძემ ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე