ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კოტე აბაშიძე დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 01.09.2017
ნანახია: 1518

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე გახდა. ამ გადაწყვეტილებას კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა წუხელ მოაწერა ხელი.

რეჟისორი კოტე აბაშიძე ერთ-ერთია იმ შვიდი კანდიდატიდან, ვინც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა. 

ქუთაისის თეატრს ამ დრომდე რეჟისორი გიორგი სიხარულიძე ხელმძღვანელობდა. ის მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეტრის ხელმძღვანელად დაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე