ენმ-მ საკუთარი კეთილდღეობისთვის 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა - დავით ნარმანია

საქართველო, თბილისი - 18:54 | 30.08.2017
ნანახია: 1149

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის ბრალდებებს თბილისის მერი ეხმიანება. დავით ნარმანიას თქმით, ენმ-ის მმართველობის პერიოდში, მათი პირადი კეთილდღეობისთვის, მხოლოდ 4-5 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა.

,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში 22 მილიონი ლარით დავზოგეთ ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც დაკავშირებული იყო საწვავთან, დანამატებთან და სხვა ხარჯებთან. არ დაავიწყდეთ მათი მმართველობის ეპოქა, როცა ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, მე მაშინ ეკონომიკის ექსპერტი ვიყავი და კარგად მახსოვს, ვითვლიდი ამ ციფრებს, თუ მათ მეხსიერება ღალატობთ შემიძლია მივაწოდო ეს თანხები და გამოვუქვეყნო", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობაში ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე