,,მეცოცხეებო'' - ინცინდენტი ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგზე

საქართველო, თბილისი - 13:19 | 30.08.2017
ნანახია: 2259

ენმ-ის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგზე, მერიასთან, ინცინდენტი მოხდა. უდუმაშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად საკუთარ ინიციატივას წარადგენდა მერიაში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, როდესაც  ერთ -ერთმა მოქალაქემ ბრიფინგის ჩაშლა სცადა, შეძახილებით: ,,მეცოცხეებო".

ინტინდენტს საპატრულო პოლიციის მხრიდან დროული რეაგირება მოჰყვა. მოქალაქე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

რაც შეეხება უდუმაშვილის განცხადებას, მისი თქმით, მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯების, პრემია-დანამატებისა და ავტოპარკისთვის გამოყოფილი ხარჯების შემცირებით, სოციალურ პროექტებს დააფინანსებს.

„თბილისის მაჟორიტარების გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც მე ვაპირებ თბილისისთვის ბრძოლას და ამ არჩევნებში გამარჯვებას ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავისტუმროთ ქალაქიდან ,,ქართული ოცნება" და დავამსხვრიოთ ის მახინჯი ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც ამ შენობაში არის გამეფებული. ეს ხალხი მართლაც წურბელებივით აზის თბილისელებს და მათი მთავარი ამოცანა არის არა თბილისელებზე ზრუნვა, არამედ ის, თუ რაც შეიძლება წაგლიჯონ  საკუთარი კეთილდღეობისათვის,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე