„ვქმნით, ვიბრძვით და ვშრომობთ!“ - ForceMajeure-ი ახალ კლიპზე მუშაობს

საქართველო, თბილისი - 11:09 | 10.11.2015
ნანახია: 1906

ჯგუფი ForceMajeure-ი შემოქმედებითად დღითიდღე იზრდება და წინ მიიწევს. ჯგუფის წევრები, აქტიურად მუშაობენ ახალ სიმღერებზე და ცდილობენ, რომ ქართველ საზოგადოებას შესთავაზონ მაქსიმალურად მეტი, ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკა, რასაც ისინი ნამდვილად კარგად ახერხებენ.

სულ ახლახანს, ჯგუფის სოლისტმა, მომღერალმა თემო საჯაიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საზოგადოებას ამცნო, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ჯგუფი არ ჩერდება და ახალ ვიდეო-კლიპზე მუშაობა დავიწყეთო.

ჩვენ ახალ ვიდეო-კლიპს ვიღებთ,მაშინ როცა მთელი ქვეყანა ჩართულია პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში, ჩვენ არ ვწყვეტთ მუშაობას და ვქმნით, ვიბრძვით და ვშრომობთ!!! ჯგუფი "ForceMajeure" "ფორსმაჟორი" მოწოდების სიმაღლეზეა!“, - წერს თემო საჯაია.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე