ასე ვერ იტანდე ადამიანებს, მხოლოდ დემონს შეუძლია - მამა ანდრია რეზო ამაშუკელზე

საქართველო, თბილისი - 14:38 | 28.08.2017
ნანახია: 2313

მისი [რეზო ამაშუკელის] სიბერე უკვე ბოღმისა და ადამიანის განადგურების სურვილით არის გაჟღენთილი, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური მამა ანდრია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახალგაზრდებს არამხოლოდ სხვა უზნეობანი, ამაშუკელის ბილწსიტყვაობაც ახშობს.

,,ამაშუკელის ენას რომ ვუსმენ, სურვილი მიჩნდება, კანონი მოქმედებდეს, მისი სიბერე უკვე ბოღმისა და ადამიანის განადგურების სურვილით არის გაჟღენთილი. ყველა მლანძღველი, მაგინებელი და წითელი პოეზიის ,,ნამუსშემნახველი'' სიტყვის ტყვეობაში უნდა იმყოფებოდეს. ახალგაზრდებს არამხოლოდ სხვა უზნეობანი, ამაშუკელის ბილწსიტყვაობაც ახშობს. რამდენ გადაცემასაც ვუსმინე, ყველგან ბოღმა, ზიზღი და გინებაა სამწუხაროდ. არანაირი სილამაზე, ესთეტიკა და მშვენიერება... ასე ვერ იტანდე ადამიანებს, მხოლოდ დემონს შეუძლია", - წერს მამა ანდრია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე