ანა დოლიძე საკონსტიტუციო საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 13:02 | 27.08.2017
ნანახია: 1289

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ყაზახეთში საკონსტიტუციო საკითხებზე დაგეგმილ საერთშორისო კონფერენციას დაესწრება.

ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ,,კონსტიტუცია და საზოგადეობისა და ხელისუფლების მოდერნიზაცია'' ასტანაში 29-30 აგვისტოს გაიმართება.

ანა დოლიძე კონფერენციას ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიწვევით დაესწრება, რომელიც ვენეციის კომისიასთან ერთად ორგანიზაბას უწევს აღნიშნული კონფერენციის ჩატარებას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე