სადახლოზე 2400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 25.08.2017
ნანახია: 1139

24 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 2400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

უწყების ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე