ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 11:40 | 25.08.2017
ნანახია: 1302

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს, - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, საქმე ეხება 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.

,,ოჯახთან ერთად რაჭიდან ბათუმის გზას ის ის იყო უნდა დავდგომოდი, მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად (ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერი).

ხვალ, სამზე, მოდულში", - წერს გვარამია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე