ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქების შედეგად რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 03.08.2017
ნანახია: 1942

ოკუპირებულ აფხაზეთში გუდაუთაში, სადაც საბრძოლო მასალები აფეთქდა, რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილები პეტერბურგიდან იყვნენ. მანამდე ინფორმაცია სამი დაკარგულის შესახებ ვრცელდებოდა. 

საბრძოლო მასალები აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს საწყობში გუშინ აფეთქდა. დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი, მათგან 27 რუსეთის მოქალაქეა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე