დამწვარია 800 კვ.მ. ფართობი - დავით გელაშვილი

საქართველო, თბილისი - 21:42 | 02.08.2017
ნანახია: 1170

აეროპორტის ტრასაზე, სტამბის შენობაში 800 კვადრატულ მეტრამდე გარე სასაწყობე მეურნეობა დაიწვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, შეტყობინება სამაშველო სამსახურში 20:07 შევიდა და ცეცხლის ლიკვიდირება მაშველებმა მალევე შეძლეს. 

მისი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. 

ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 30-მდე სახანძრო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე