მარგველაშვილი ტრამპს სთხოვს, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს

საქართველო, თბილისი - 17:19 | 01.08.2017
ნანახია: 1289

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივით მიმართა ამერიკის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სეციალური წარმომადგენლის დანიშვნა კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკური დიალოგს საქართველოსა და აშშ-ს შორის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე