ბუხრინწას ორი მართვე თბილისის ზოოპარკს მიაბარეს

საქართველო, თბილისი - 13:55 | 01.08.2017
ნანახია: 1446

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული სახეობის - ბუხრინწას (Tyto alba) ორი მართვე თბილისის ზოოპარკს მიაბარეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, აბაშის რაიონის სოფელ პირველ მაისიდან დარეკა მოქალაქემ, რომელმაც განაცხადა, რომ სახლში სხვენიდან გადმოვარდნილი ბუს ორი მართვე ჰყავდა.

დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები გავიდნენ მითითებულ ადგილზე. ფრინველები საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული, ბუსნაირთა ოჯახის, კერძოდ, ბუხრინწას სახეობის მართვეები აღმოჩნდნენ.

ვიზუალური დათვალიერებით, ფრინველებს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბუხრინწას მართვეები სამეგრელოდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე