საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია - მაიკ პენსი
საქართველო, თბილისი - 11:56 | 01.08.2017 ნანახია: 2175
საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრის დასაწყისში მაიკ პენსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ გადასცა მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით არის.
“ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომელიც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ვითარდება. საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია. ჩვენ პატივს ვცემთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ნატო-ში გაწევრიანებისკენ",-განაცხადა მაიკ პენსმა შეხვედრაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოცხადებულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა.
მხარეებმა საქართველო–ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს როლს ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. აღინიშნა საერთაშორისო სწავლების – “ღირსეული პარტნიორი” მნიშვნელობა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და ამერიკის ვიცე–პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ნომერ პირველ პრობლემას ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატების მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მაიკ პენსს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ამერიკის ვიცე–პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განმარტებით, დღეს ქვეყანას აქვს ერთ–ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და დაბალი გადასახადები, რაც ამერიკული ბიზნესისთვის საინტერესოა.
აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო გააღრმავონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
მსოფლიო
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















