არჩილ კაიკაციშვილი: სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება „რუსთავი 2“-ის ადვოკატების, მნიშვნელოვანი, სტრატეგიული შეცდომის შედეგია
საქართველო, თბილისი - 15:41 | 09.11.2015 ნანახია: 2239
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების მიღებისთვის წინასამართლებრივ გარემოებებზე საუბრობს და საზოგადოებაში არსებულ დისკუსიას ეხმაურება, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილების სხვადასხვა ფორმით ინტერპრეტაციას ეხება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ახალგაზრდა ავდოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, საზოგადოებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ესმის შეფასებები მოსამართლის მიერ მიღებული განჩინების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე, მაგრამ არ დასახელებულა კანონის რომელიმე მუხლი, რომელიც განჩინების მიღების უკანონობას დაასაბუთებდა. შესაბამისად, საზოგადოებას უნდა აეხსნას გარემოება, რა განსხვავებებია სასამართლოს მიერ 3 და 5 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის. ამასთან, მკაფიოდ განიმარტოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისობის საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, კომპანიაში დროებითი მართველის დანიშვნის რეგულაციები, მოსამართლის მსჯელობა არხის სარედაქციო პოლიტიკის განსაზრვრასთან მიმართებით, რაზედაც საზოგადოებაში, მსჯელობა, მხოლოდ ერთი პოზიციით მიდის.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინება სამართალწამოების პროცესში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატების მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ხასიათის შეცდომაა. „მიმაჩნია, რომ ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების დამცველებმა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვეს, როდესაც 3 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართეს და არ იდავეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხზე. ჩემი აზრით, სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ნორმა არავითარ კონსტიტუციურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც მოიქცა დაუყოვნებლივ აღსრულების მუხლის შეჩერების ნაწილში, ამ შემთხვევაშიც, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. შედეგად მივიღებდით დროში გახანგრძლივებულ დავას და არა ტელეკომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნას. რასაკვირველია, სამართლებრივ დავაში, ადვოკატების მხრიდან, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობა პროფესიული შეცდომაა, მაშინ, როდესაც დავას თავისი სამართლებრივი მოქმედებები ახლავს და ის დამოკიდებული არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტთან. შესაბამსიად, სასამართლომ 5 ნოემბრის განჩინების მიღების დროს, იხელმძღვანელა სასამართლო უზრუნველყოფის მუხლით. ამიტომ, სად დაარღვია კანონი მოსამართლემ, ვერავინ ახსნის. სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფა ნიშნავს დავის საგნის შენარჩუნებას პირვანდელი მდგომარეობით, შესაბამისად, კომპანიის ამჟამად არსებული მდგომარეობით, რადგანაც ქონება მის საბოლოო მესაკუთრეს, რომელსაც საკასაციოსასამართლო გამოავლენს, სწორედ იმ სახით უნდა დარჩეს, რაც ამჟამადაა. მხარემ ქონების ღირებულების შესანარჩუნებლად, ამიტომაც მიმართა კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნის მოთხოვნით. სასამართლოსადმი მიმართვის განცხადებაში, სრულად არის ჩამოთვლილი ის უფლებამოსილება, რომელიც დროებით მართველს უნდა მინიჭებოდა. გაუგებარია მსჯელობები იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მოიტანა მოსამართლემ თავის განჩინებაში დროებითი მმართველის უფლებამოსილება, რომელი კანონი დასჭირდა უფლებამოსილების განსასაზღვრად. მიმაჩნია, რომ ეს არასწორი მსჯელობაა და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. დროებითი მმართველის უფლებამოსილება თავად განსაზღვრა მხარემ. თუკი სასამართლო გაიზიარებდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მოთხოვნას, დააკმაყოფილებდა, მოსამართლეს უნდა გაეზიარებინა მხარის მიერ დროებითი მმართველის უფლებამოსილებაც, რომელიც მხარის განცხადებით ჩამოყალიბდა. სასამართლომ საფუძვლიანად სცნო სასარჩელო განცხადება. ამიტომაც, გაუგებარი რატომ რჩება, თუკი განჩინებაში აღმოჩნდა მხარის ის მოთხოვნები დროებით მმართველთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლეს მოეთხოვოს განმარტებები, რატომ დაასაბუთა ამერიკისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებით 5 ნოემბრის განჩინება, ასეთი განცხადებების ავტორთა არაკომპეტენტურობაზე და იმ ფუნდამეტური კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე მიუთითებს, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიებს ეხება. „დღეს მსჯელობა მიმდინარეობს, რატომ გააკეთა აქცენტები მოსამართლემ თავის განჩინებაში არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა განჩინებაში აღნიშნულის შესახებ მსჯელობა საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ მოსამართლემ ეს მსჯელობა შემოგვთავაზა დავის კონტექსტში, როგორც სტანდარტი. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი შინაგანი რწმენის საკითხიც, თუმცა აღნიშნულმა გამოიწვია მეტი დისკუსია, ვიდრე გაგება, რაც ტავიდან აცილებულ უნდა ყოფილიყო, თუმცა ვერც ამ მსჯელობით შეგვიძლია ვთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
- ალბათ მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას - მეუფე ისაია პატიმრების შეწყალებაზე
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 142-ე პატრიარქს აირჩევს
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















