სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
საქართველო, თბილისი - 14:50 | 11.11.2025 ნანახია: 704
თქვენ სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“ პორტირებული, წახალისებული და დაწინაურებული, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დასუსტებული და გამქრალი „ნაცები“ არ სჭირდება, რადგან ისინი „საფრთხობელას როლს სათანადოდ ვეღარ შეასრულებენ“.
„თქვენ სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“ პორტირებული, წახალისებული და დაწინაურებული. შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე დღის წინ, 7 ნოემბერს 18 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასტიკად იძალადა ადამიანებზე თბილისის ქუჩებში, ძალის გამოყენებით შეწყვიტა ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა და ამ ყველაფრიდან 18 წლის თავზე, არც მეტი არც ნაკლები, თბილისის მერად მესამე ვადით გყავთ ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის ამ საშინელი დარბევის შემდეგ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად რჩებოდა. განათლების მინისტრად გყავთ ადამიანი, რომელიც ზუსტად 7 ნოემბრის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე სასტიკი სასჯელაღსრულების სისტემის პირველი პირის მოადგილე და მისი მარჯვენა ხელი იყო, რომელიც თუ იმით აპირებს ციხის ბუნტზე პასუხისმგებლობისგან გაქცევას, რომ თურმე ბუნტის დროს შვებულებაში იყო, ძალიან ცდება! სიას აღარ გავაგრძელებ, ყველას ჩამოთვლას ვერც ჩემი და ვერც ჩემი თანაგუნდელების პოლიტიკური გამოსვლებისთვის გამოყოფილი დრო ვერ ეყოფა იმდენი ყოფილი „ნაცია“ ამ დარბაზშიც და მთავრობაშიც. მაგრამ ყველაზე მთავარი, რის გამოც თქვენ უკვე აღარ განსხვავდებით “ნაცებისგან” არის ის, რომ არა თუ უარი არ თქვით, არამედ შეისისხლხორცეთ და წარმატებით აგრძელებთ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დანერგილ ძალადობას, უსამართლობას და კორუფციას.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს, თქვენ არ გაწყობთ, ხალხმა გაიგოს სიმართლე 4 ოქტომბერზე. სიმართლე კი არის ის, რომ ეს იყო “ოცნების” და “ნაცების” მიერ მოწყობილი პროვოკაცია. პროვოკაცია, რომელიც არ აღკვეთეთ და ძალაუფლების შენარჩუნების გამო ქვეყანა ასეთ რისკებში შეიყვანეთ. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ აგვიხსენით, რას გულისხმობდა თქვენი პრემიერი, ბატონი კობახიძე იმაში, რომ ვინმე „ანიტას” “ოცნება” უხდიდა ფულს და თქვენი მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას?! და რა გინდათ ხალხს დააჯეროთ, რომ “ოცნების” მიერ მოსყიდული ანიტა აპირებდა “ოცნების” ხელისუფლების დამხობას “ოცნების” ფულით? ან რატომ არ დაიწყეთ გამოძიება და რატომ არ დაკითხეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირდაპირ დაადო ხელი საკუთარ თანაპარტიელებს “ოცნებასთან” ფარულ გარიგებაში და ნიკა გვარამიას 40 მილიონის “ოცნებისგან” აღებაში? ანუ რა გამოდის, “ოცნება” ფულს უხდიდა “ანიტას” “ოცნების” დამხობაში და ნიკა გვარამიას 40 მილიონით აფინანსებდა “ოცნების” წინააღმდეგ და ამის მერე გინდათ დააჯეროთ ხალხს, რომ თქვენ ებრძვით “ნაცებს”? სინამდვილეში, “ნაცებს” თქვენ კი არ ებრძვით, ჩვენ ვებრძვით! თქვენ კი „ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ, რადგან დასუსტებული და გამქრალი „ნაცები“ საფრთხობელას როლს სათანადოდ ვეღარ შეგისრულებენ.
ყველაზე მეტად სამწუხარო კი ის არის, რომ ამ უაზრო და ქვეყნისთვის არაფრის მომცემ პოლიტიკურ მანიპულაციებს ეწირება ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესები, ზიანდება სახელმწიფო, ხალხი კი დაუცველია და მისთვის არავის სცალია“,- განაცხადა შარაშიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















