სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
საქართველო, თბილისი - 10:45 | 13.11.2025 ნანახია: 818
„თეგეტა მოტორსი“ საავტომობილო სექტორში პირველი კომპანია გახდა, რომელსაც საქართველოში სასწავლო საწარმოს სტატუსი მიენიჭა. შედეგად, კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დუალური პროგრამები (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) განახორციელოს და ბაზარს მაღალკვალიფიციური კადრები მიაწოდოს. სწავლების პროცესი „თეგეტა აკადემიასთან“ თანამშრომლობით წარიმართება. პირველ ეტაპზე პროგრამა მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების მიმართულებას მოიცავს.

ნინო ერისთავი, „თეგეტა აკადემიას“ ხარისხის მართვის მენეჯერი: „სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება სახელმწიფო დონეზე აღიარებს „თეგეტა მოტორსის“ მზაობას, რომ კვლავ ჩაერთოს დუალური პროგრამების განხორციელებაში და კვალიფიციური კადრების მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ეს ყველაფერი კი, ცხადია, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კურსდამთავრებულების დასაქმებას, მეორე მხრივ კი, კადრების დეფიციტის შემცირებასა და ინდუსტრიის განვითარებას.
ჩვენი დუალური პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც, 15 სტუდენტი 8 თვის განმავლობაში „თეგეტა აკადემიაში“ თეორიულ სწავლებას გადის. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში კი ისინი „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ერთვებიან, სადაც პროფესიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და გამოცდილებას რეალურ ავტომობილებზე მუშაობით იღებენ. ეს ყველაფერი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სიღრმისეულად დაეუფლონ პროფესიას, შეიძინონ ის ცოდნა და კომპეტენციები, რომლებიც სამომავლოდ დასაქმებასა და წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარებათ. სწავლებაში ჩართული ინსტრუქტორები კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები არიან, რომლებსაც მომზადების სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი“.
დუალური პროგრამის ფარგლებში, სწავლა სრულიად უფასოა - თეორიული მოდულები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, პრაქტიკულ ნაწილს კი „თეგეტა მოტორსი“ უზრუნველყოფს“. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული სწავლების დროს სტუდენტები სიმბოლურ ანაზღაურებასაც იღებენ.

„თეგეტა აკადემია“ 2019 წლიდან ახორციელებს ავტორიზებულ პროგრამას „მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ დუალური ფორმით. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები შევიდა და 2026 წლიდან ამ სტატუსის ფლობა სავალდებულო გახდა ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებიც დუალურ პროგრამებს ახორციელებენ, რათა კურსდამთავრებულებზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი გაიცეს. სტატუსის მოპოვების პროცესი სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მკაცრ შეფასებას მოიცავდა: ადამიანური რესურსის არსებობა, მატერიალური ბაზის შესაბამისობა და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მზაობა. „თეგეტა მოტორსმა“ ყველა ეს კრიტერიუმი წარმატებით დააკმაყოფილა.
დუალური სწავლება მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის უფასო, პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების მიწოდებას, რაც სერვისის ხარისხის ამაღლებასა და საქართველოში საავტომობილო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. მაღალია სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებლებიც - გასულ წლებში კურსდამთავრებულთა უმეტესობა სწორედ „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში დასაქმდა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















