ბესიკ დუღაშვილი პოლიციამ იპოვა

საქართველო, თბილისი - 22:52 | 31.07.2017
ნანახია: 2390

გაუჩინარებული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი პოლიციამ იპოვა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია Facebook-ის პირად გვერდზე წერს, პოლიციამ კარიკატურისტი იპოვა და ის ცოცხალია.

შეგახსენებთ, ცნობილ კარიკატურისტს, ბესიკ დუღაშვილს სამართალდამცავები და ოჯახის წევრები 2 დღე ეძებდნენ. გაუჩინარებამდე მან სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე