შავ ზღვაში ბანაობა უკვე დასაშვებია

საქართველო, თბილისი - 14:57 | 31.07.2017
ნანახია: 1167

შავ ზღვაში ბანაობა უკვე დასაშვებია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სანაპირო ზოლსა და ყველა საგუშაგოზე თეთრი ალმები აღმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა უკვე უსაფრთხო და დასაშვებია. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველების ეფექტური, ოპერატიული და მობილიზებული მუშაობის შედეგად, შავ ზღვაზე შტორმის დროს, არც ერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, 4-5 ბალიანი შტორმის პირობებში, საქართველოს, აშშ-ს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის 46 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი 7 წლის გოგონა იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე