მსახიობი ჟანა მორო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:43 | 31.07.2017
ნანახია: 1756

ფრანგი მსახიობი ჟანა მორო პარიზში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჟანა მორო 1928 წლის 23 იანვარს დაიბადა. 1947 წლიდან დაიწყო კარიერა „კომედი ფრანსეზში“, ხოლო 1949 წლიდან კინოკარიერა.

მსახიობმა ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა ,,რომეო და ჯულიეტა'', ,,სახიფათო კავშირები'', ,,ევა", ,,ჟიული და ჯიმი'', ,,ღამე'', ,,პატარძალი იყო შავებში''.

ჟანა მორო კანის კინოფესტივალის ლაურეატი, ასევე ვენეციის კინოფესტივალის "ოქროს ლომის" მფლობელი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე