ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 13:23 | 31.07.2017
ნანახია: 1628

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსი იქნება.

„1 - 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. 2 - 6 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში ძირითადად +34, +39 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო სანაპირო რაიონებში რამდენიმე გრადუსით დაბალი“, - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე