,,ცოცხალია'' - დაკარგული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:03 | 31.07.2017
ნანახია: 10069

გაუჩინარებული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი გამოჩნდა. აღნიშნული ინფრორმაცია „პრაიმნიუსჯორჯიას“ დუღაშვილის დამ, ანნა დუღაშვილმა ნაძალადევის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან შეატყობინა.

„ცოცხალია, გამოჩნდა! რომელიღაც დედაოს დაურეკავს მისი ყოფილი მეუღლისთვის. ჯერ არ ვიცით სადაა, მთავარია, რომ ცოცხალია“, - აცხადებს ანნა დუღაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კარიკატურისტმა გუშინ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებლი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მასზე რამდენიმე საათში ძებნა გამოცხადდა. დუღაშვილს სამართალდამცავები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე