გორში, ქუჩაში ახალშობილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:56 | 31.07.2017
ნანახია: 1106

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში, ქუჩაში, ზეწარში გახვეული ახალშობილი იპოვეს. 

მათი ინფორმაციით, ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე