„მასწავლებლები კონსტიტუციაზე" – პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ახალი პროექტი იწყება

საქართველო, თბილისი - 10:54 | 31.07.2017
ნანახია: 1388

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მასწავლებლებისათვის ესეების კონკურსი - ,,მასწავლებლები კონსტიტუციაზე" გაიმართება.

პროექტს საგანმანათლებლო პორტალი EDU.ARIS.GE განახორციელებს.

პროექტის შესახებ პრესკონფერენციას პრეზიდენტის სასახლეში დღეს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი 12:00 საათზე გამართავს და მედიას კონკურსის მიზანს და მონაწილეობის პირობებსა გააცნობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე