საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 31.07.2017
ნანახია: 1103

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა. 

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება (მედიის წარმომადგენლების აეროპორტში მისვლის დრო 16:00 საათიდან). 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 

1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება. 

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე