ხვალ, საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის

საქართველო, თბილისი - 14:57 | 30.07.2017
ნანახია: 1215

31 ივლისს, რვა წლიანი პაუზის შემდეგ,  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის. მაიკ პენსი ქვეყანას  ორი დღით ესტუმრება და ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება. მაღალი რანგის სტუმარი ასევე დაესწრება საერთაშორისო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017-ს". 

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების მერე ეს საქართველოში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტი იქნება. 

ვიცე-პრეზიდენტი, ინდიანას შტატის ექს-გუბერნატორი და კონგრესის ყოფილი წევრი რუსეთის მიმართ მწვავე განცხადებებით გამოირჩევა. თბილისში სტუმრობამდე ის საქართველოს პრემიერს უკვე ორჯერ შეხვდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე