სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველო, თბილისი - 11:27 | 28.07.2017 ნანახია: 1335
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე შპს "ლადი 2011"-ის დამფუძნებელი ვლადიმერ ა. დააკავეს.
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ვლადიმერ ა. დაუკავშირდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროს სპეციალისტს და შეატყობინა, რომ სურვილი ჰქონდა ლანჩხუთის რაიონში მდინარე სუფსას სანაპიროდან უკანონოდ მოეპოვებინა სასარგებლო წიაღისეული - ინერტული სამშენებლო მასალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ბრალდებულმა საჯარო მოხელეს სთხოვა აღნიშნულ საქმიანობაში სამსახურებრივი მფარველობა თავის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, რის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ წინასწარ ქრთამის სახით მისცემდა მის მიერ ყოველთვიურად მოსაპოვებელი ქვიშა-ღორღის საფასურს, ერთ კუბზე 50 თეთრის ოდენობით.
შპს "ლადი 2011"-ის დამფუძნებელმა აღნიშნულ საჯარო მოხელეს წინასწარ ქრთამის სახით გადასცა მოსაპოვებელი 8000 კუბი ქვიშა-ღორღის უკანონოდ მოპოვების საფასური - 4000 ლარი, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, - აცხადებენ სუს-ში.
პოლიტიკა
- ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ალოგიკურია და კითხვის ნიშანს ბადებს აშშ-ის დისტანცირებული პოზიცია - ირაკლი კობახიძე
- ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას - ირაკლი კობახიძე
- „იმედი“ და POST TV ვერ მიიღებენ შემოსავალს რეკლამიდან, ვერ იყიდიან სერიალებს, გაუუქმდებათ გასართობი გადაცემების ლიცენზიები, ვერ შეიძენენ ან იქირავებენ ტექნიკას - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
- ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა
- მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს, არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“, ხელოვანები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში მყოფებისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები და ასე იქნება ყოველთვის - ანდრო ჭიჭინაძე
- „თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
სამართალი
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვენ, უკრაინის ტერიტორიაზე დაუშვას საგამოძიებო კომისია, რომელიც ნავთობსადენ „დრუჟბას“ მდგომარეობას შეისწავლის
- დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ვარიანტები წარუდგინეს - ABC News
- უზენაესმა სასამართლომ უნებლიეთ მიბოძა, იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, სულელურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა - დონალდ ტრამპი
- ნატო-მ ბელარუსში განთავსებული „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















