თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ბრინჯაო ევროპის თასიდან

საქართველო, თბილისი - 13:15 | 09.11.2015
ნანახია: 2382

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მოსკოვში გამართულ ევროპის ერთა თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 6:2 დაამარცხა.

ევროპის ერთა თასი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში თურქეთის 5:3 ძლევის შემდეგ, რუსეთთან 2:6 წააგო და ფინალში გასვლის შანსიც დაკარგა. ერთა თასს  რუსეთის ნაკრები დაეუფლა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანს 5:3 სძლია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე