„ევროვიზია 2018“ ლისაბონში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:31 | 26.07.2017
ნანახია: 1630

„ევროვიზია 2018“ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება პორტუგალიის ტელევიზიამ და ევროპის სამაუწყებლო კავშირმა მიიღეს.

ამის გარდა ცნობილი გახდა, რომ ნახევარფინალები 8 და 10 მაისს გაიმართება, ფინალი კი 12 მაისს შედგება.

პორტუგალიამ „ევროვიზია 2018“-ის გამართვის უფლება  ფესტივალზე სალვადორ სობრალის გამარჯვების შემდეგ მიიღო, რომელიც უკრაინაში გაიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე