გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 26.07.2017
ნანახია: 1596

ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა.

ტრადიციულად, ყოველ 26 ივლისს გიორგი სანაიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები საბურთალოს სასაფლაოსთან შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, გიორგი სანაია 26 წლის ასაკში, 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. 

საქმეზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2003 წლის 9 ივლისს სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ შსს-ის ყოფილი თანამშრომელი 32 წლის გრიგოლ ხურცილავა ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელმაც სასჯელი უკვე მოიხადა.

 


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე