პრეზიდენტმა იცის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 18:15 | 25.07.2017
ნანახია: 948

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტოს გამოყენებით სცადა მეტი აქცენტები გაეკეთებინა საკუთარ არგუმენტებზე.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა პრეზიდენტმა იცის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება.

ამასთანავე თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება მოხდება სამართლიანი, ბალანსირებული პრინციპით.

„ძირითადი საკითხები არის მისი შენიშვნები საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება მოხდება სამართლიანი, ბალანსირებული პრინციპით, სადაც მმართველ პარტიას და ოპოზიციას ექნება თანაბარი ადგილების რაოდენობა“,- აღნიშნა თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე