ლაშა თოდრია მომავალ მთავარ აუდიტორად მის მოადგილეს ისურვებდა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 25.07.2017
ნანახია: 1096

ლაშა თოდრიას განცხადებით, მომავალ მთავარ აუდიტორად მის მოადგილეს, ნინო ლომჯარიას ისურვებდა.

„ნინო ლომჯარია არის პიროვნება, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური ბექგრაუნდი და მისი მთავარ აუდიტორად არჩევა არ გამოიწვევს საზოგადოებაში დამატებით კითხვის ნიშნებს.

გარდა ამისა, მისი გამოცდილება იძლევა იმის თქმის წინაპირობას, რომ სახელმწიფო აუდიტში პროცესები კიდევ უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ლაშა თორდიამ. 

შეგახსენებთ, რომ ლაშა თოდრიას დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად მუშაობის ვადა ამოეწურა.

ცნობისთვის, მთავარი აუდიტორის შერჩევის პრეროგატივა პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე