ანტალია G20-ის მასპინძლობისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 18:05 | 09.11.2015
ნანახია: 2003

თურქეთის „ტურისტული დედაქალქი“ - ანტალია G20-ს ლიდერებს ელოდება. სწორედ ანტალია მასპინძლობს წელს G20-ის სამიტს. ანტალია G20-ის ლიდერებს 15-16 ნოემბერს ელოდება.

უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, G20-ის ლიდერა უსაფრთხოებაზე ქალაქის მასშტაბით 12 ათასი პირი იზრუნებს, საიდანაც 11 ათასი პოლიციის, ხოლო ათასი ჟანდარმერიის თანამრომელი იქნება.

G20-ის მონაწილეები 16 სასტუმროში განთავსდებიან. ღონისძიების ფარგლებში ანტალიაში სულ 13 ათას სტუმარს ელოდებიან, საიდანაც 3 ათასი ადგილობრივი, თუ უცხოური მედიის თანამშრომელი იქნება.

თავად სამიტში კი მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, იაპონიის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრალიის, ბრაზილიის, არგენტინის, ინდოეთის, ჩინეთის, ინდონეზიის, მექსიკის, საუდის არაბეთის, სამხრეთ აფრიკის, სამხრეთ კორეისა და ევროკიმისიის ლიდერები. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ ქვეყნის მეთაურები, რომლებიც თავად თურქეთმა მიიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე