რუსთავში 35 წლის მამაკაცს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 14:27 | 24.07.2017
ნანახია: 1162

რუსთავში 35 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ალიკა ბელიანტი სახლიდან 12 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავში მერვე მიკრორაინში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ეზოდან ის დღის სამის ნახევარზე გავიდა, სამი საათიდან კი მასთან სატელეფონო კავშირიც გაწყდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკარგულის მოსაძებნად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე