შარლიზ ტერონი მამის მკვლელობის დეტალებზე ალაპარაკდა
საქართველო, თბილისი - 12:37 | 24.07.2017 ნანახია: 4624
მსახიობი შარლიზ ტერონი ბოლო დროს ფილმ Atomic Blonde-ს, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა, პოპულარიზაციით არის დაკავებული.
მსახიობი რეგულარულად ესწრება პრეს-კონფერენციებს და ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. თუმცა ტელეწამყვან ჰორვარდ სტერნთან ინტერვიუ ვარსკვლავს იშვიათად სერიოზული და მაქსიმალურად გულახდილი გამოუვიდა.
შარლიზმა გაიხსენა თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი, რომლის დავიწყებასაც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა.
საქმე იმაშია, რომ როდესაც მომავალი ვარსკვლავი 15 წლის იყო, საშინელი ტრაგედიის მოწმე გახდა. შარლიზის დედამ ქალიშვილის თვალწინ მამა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მსახიობმა აღიარა, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში მომხდარის დამალვას ცდილობდა.
„უბრალოდ ვთვალთმაქცობდი, არ მინდოდა არავისთან საუბარი. თუ მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი, რომ მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ვის მოუნდება მსგავსი ისტორიის მოყოლა?! გარშემომყოფებმა არ იცოდნენ, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდათ მსგავს თემაზე, მე კი არ მინდოდა მსხვერპლად მეგრძნო თავი. მრავალი წლის განმავლობაში ამ მდგომარეობას ვებრძოდი, ვიდრე თერაპია არ დავიწყე“, - აღნიშნა შარლიზმა.
მან ასევე აღიარა, რომ მამის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, მისი ბავშვობა ლაჟვარდოვანი არ ყოფილა. მსახიობის თქმით, მისი ყოველი დღე დამოკიდებული იყო მხოლოდ ერთ ფაქტორზე: დალევდა თუა არა მამამისი ალკოჰოლურ სასმელს.
შარლიზი მომხდარში დედას არ ადანაშაულებს და აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ მედგრად გადაიტანა დედამისმა ის ხვედრი, რაც მას ბედმა არგუნა.
„არაჩვეულებრივი დედა მყავს... ის ჩემი შთაგონების წყაროა. დედა არასდროს გადიოდა თერაპიას. უბრალოდ აღიარა, რომ მოხდა რაღაც უბედურება, რის შემდეგაც არჩევანი გააკეთა დახრჩობასა და ცურვის გაგრძელებას შორის. ვფიქრობ, რომ ორივემ კარგად გადავიტანეთ იმ ღამის შედეგები - ორივეს დღემდე გვაქვს საქმე ჩვენს წასრულთან. მე ვგულისხმობ არამხოლოდ იმას, რაც მაშინ მოხდა“, - განაცხადა მსახიობმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















