სკოლის დირექტორმა ატესტატის დამზადებისთვის ქრთამი აიღო

საქართველო, თბილისი - 12:29 | 23.09.2015
ნანახია: 2383

 ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფრომაციით, სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ქრთამი 9 კლასის ატესტატის დამზადებისთვის აიღო.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა მოქალაქისგან, რომელსაც მხოლოდ ხუთი კლასის განათლება ჰქონდა, ყოველგვარი გამოცდების ჩაბარების გარეშე, ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი მოითხოვა და ის თანხის ნაწილის გადაცემისას დააკავეს.

სკოლის დირექტორს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე