ოკუპანტებმა ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 21.07.2017
ნანახია: 1732

რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს. ე.წ. მესაზღვრეებმა  სამუშაოები გუშინ დაიწყეს. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ხნულია გავლებული ოკუპირებულ სოფელ ორჭოსნიდან სამხრეთის მიმართულებით, სოფელ ყარაფილასთან და მდინარე თორთლას გასწვრივ. 

მომხდარს ადასტურებს კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ კოდისწყაროს წარმომადგენელი გია გოჭოშვილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე