ოცნების საქართველოში ბევრი გამოწვევა არ არის, მეორე საქართველოში სხვა სურათია - ლორა ტორნტონი

საქართველო, თბილისი - 15:08 | 21.07.2017
ნანახია: 1181

შეხვედრებზე ორ საქართველოს გადავაწყდით, - ამის შესახებ NDI-ის ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა განაცხადა. მისი განმარტებით მმართველი გუნდი და ოპოზიცია საქართველოს სხვადასხვაგვარად ხედავენ.

,,შეხვედრებზე ორ საქართველოს გადავაწყდით, ერთი, რომელსაც ხედავს "ქართული ოცნება" და მეორე, რომელსაც აღწერს ყველა დანარჩენი, ვისაც შევხვდით. ოცნების საქართველოში ბევრი გამოწვევა არ არის და მედია თავისუფალია. მეორე საქართველოში სხვა სურათია - მათი თქმით, ხდება ძალაუფლების "ქართულ ოცნებაში" კონსოლიდირება და არ არის თანასწორი გარემო, არის ზეწოლა დაფინანსების წყაროების მოძიებისას. საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზეც", - განაცხადა ლორა ტორნტონმა.

მისია  შეხვდა  "ქართულ ოცნებას",  "პატრიოტთა ალიანსს",   "ევროპულ საქართველოს", თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს,   პრემიერს,   პრეზიდენტს  და  მედიას.

NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს და რეკომენდაციებს წარადგენს. მისიამ ანგარიში ერთკვირიანი დაკვირვების შედეგად მოამზადა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე